понедельник, 17 июля 2017 г.

პროექტის პორტფოლიო



გავიარე ინტელის ტრენინგი. შევისწავლე როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტი აქტუალურ თემაზე. პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ ტრენინგით შევისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. იგი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.





вторник, 11 июля 2017 г.

განვიხილეთ პროექტის დროს როგორ შევუწყოთ მოსწავლეს ხელი,რომ გახდეს თვითრეგულირებადი. გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საწიროებები. დავეხმაროთ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში. 

понедельник, 10 июля 2017 г.

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება. მოსწავლეთა დაინტერესება  და აქტიურად ჩართვა. წინარე ცოდნის შემოწმება ,რომელსაც ვახდენთ სხვადასხვა მეთოდებით დაინსტრუმენტებით. განვიხილეთ როგორ შეგვეფასებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. შეფასების ინსტრუმენტები დამეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეს განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და განიცადოს სწავლის პროგრესი.

вторник, 4 июля 2017 г.


დღეს ვიმუსავეთ  მე-4 მოდულზე. განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. რადგანაც ნაშრომების გაკეთებას დიდი მნისვნელობა აქვს თუ რა იმედები  და მოლოდინები მაქვს მოსწავლეთა ნაშრომების მიმართ

понедельник, 3 июля 2017 г.

ტრენინგის მე-5 დღეს გავეცანი თემას უკუკავშირი. უკუკავშირის დროს ვეცნობით კოლეგის პროექტის თემას, ვუსვამთ შეკითხვებს და ვუფასებთ. უკუკავშირს ვიწყებთ პოზიტივით  და ვიყენებთსიტყვებს უმჯობესია, უკეთესია. გავაკეთეთ სიმულაცია,რომელიც დამეხმარება, თუ რა სახით მივცე კოლეგას უკუკავშირი. განვიხილეთ ფლაგიატის შემთხვევები და ვიცი, არ დავარღვიო საავტორო უფლებები.

пятница, 30 июня 2017 г.

გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. შევარჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები. მნიშვნელოვანია რომელი ინსტრუმენტი იქნება უფრო ეფექტური. სწორად შერჩეული მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება რომ მოსწავლეები ეფექტურად ჩავრთო პროექტის მსვლელობაში,დამეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში.ეს გეგმა კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.

четверг, 29 июня 2017 г.

პროექტის სწორი დაგეგმვა ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. იმისათვის რომ სტანდარტებით დასახულ შედეგებზე საჭიროა მიზნების სწოად დასახვა. წინარე ცოდნის და საჭიროებების გამოსავლენად ვსვამთ ზოგად, ტემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.